უკრაინის დედაქლაქ კიევში რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ინფორმაციას სასწრაფო ცნობით ვიწყებთ უკრაინაში ჩვენ კორესპონდენტზე - ანა კურბატოვა კიევის ცენტრიდან იქნა გატაცებული და ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან დაკავშირებას. ჩვენი კოლეგა უცნობმა პირებმა სახლის სიახლოვიდან გაიტაცეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს“, განაცხადა ახალი ამბების გამოშვებაში „პირველი არხის“ წამყვანმა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. უფრო ადრე ჟურნალისტის გატაცების შესახებ ინფორმცია ტელეკომპანია „Россия 24“-ის მორბენალ სტრიქონზე გამოჩნდა.
როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კურბატოვა ცნობილი უკრაინული ვებგვერდის „Миротворец“-ის ბაზაში მოხვდა. ვებგვერდის ავტორებმა ჟურნალისტს „ინფორმაციებით მანიპულირებაში“ და უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი „ტენდენციური სიუჟეტის“ მომზადებაში დასდეს ბრალი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.