ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ამ ლეგენდარულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით აქ, ამ ლეგენდარულ ქალაქში, ლეგენდარულ ქვეყანაში. ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით. როგორც ისტორიკოსს, ბევრი მაქვს წაკითხული, ბევრი რამ ვიცი საქართველოს შესახებ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქართველო ლეგენდარული ქვეყანა იყო. ამიტომ, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი აქ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუს ხალხს ყოველთვის დიდი პატივისცემა ჰქონდა საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში.
ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემით დაიწყო, რადგან ასობით და შეიძლება ათასობით ქართველი დაიღუპა ბელარუსში მეორე მსოფლიო ომის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.