ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ საზოგადოებას გამგებლის ახალი პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე წარუდგინა.
ჯემალ მებუკემ მას „კვალიფიციური კადრი“ უწოდა და თქვა, რომ იგი „ღირსეულად უძღვებოდა ეკონომიკის სამსახურს“ და გამოთქვა იმედი, რომ „არანაკლებ წარმატებული იქნება მისი საქმიანობა ახალ პოზიციაზე“.
ახალმა გამგებლის პირველმა მოადგილემ კი აღნიშნა, რომ მისთვის აღნიშნულ პოსტზე საქმიანობა „დიდი პასუხისმგებლობაა“.
„ვიღებ გამოწვევას და ძალიასხმევას არ დავიშურებ, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ვაკეთო საქმე, რომელიც თანანმდებობრივად დამევალება“, განაცხადა გელა ჩოგოვაძემ.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.