თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანა. ექიმ მერაბ ჯანჯღავას განცხადებით, დაშავებულს სხეულის 45% დამწვარი აქვს და მას ამ წუთას ინტენსიური თერაპიული მკურნალობა უტარდება.
აფეთქების გამო, საცხოვრებლის ერთი კედელი ჩამოინგრა. როგორც ადგილზე მომუშავე მეხანძრემ, თამაზ ჟამერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც შემდეგ ხანძარი მოჰყვა.
მისივე თქმით, დაიწვა, დაახლოებით, 50 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი.
შემთხვევის ადგილზე, მეხანძრე-მაშველების მიერ ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
აფეთქების გამო, ქავთარაძის ქუჩაზე შეფერხებული სატრანსპორტო მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.