შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით, გზის გაჭრის სამუშაოები გრძელდება.
რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერებისკენ სპეცტექნიკის გადაადგილებისთვის, 5 კილომეტრამდე გზა უკვე გაიჭრა.
„აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 1000-მდე თანამშრომელი ხანძრის ქრობის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სპეცტექნიკის, ასევე, ცეცხლის გავრცელების არეალში მეხანძრე-მაშველების მუშაობას ადგილზე გაეცნო.
ამ წუთებში მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონიტორინგს ვერტმფრენით ახორციელებს", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.