„ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით. ეს არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა“, საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთისთვის დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველომ დახმარებისათვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
„ჩვენ გვქონდა რეზერვში მობილიზებული ყველა ის რესურსი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები, ასევე ორმხრივი ფორმატები, იმისათვის რომ ყველა საჭირო ტექნიკა, რაც გარკვეული განვითარებების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო გვქონოდა მობილიზებული. მივმართეთ როგორც ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების ცენტრს, გაერო-ს ფარგლებში შესაბამის ცენტრს, ასევე ვიმუშავეთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია, ორმხრივი მოთხოვნები, როდესაც უკვე განსაზღვრულია თუ რა ტიპის დახმარებაზე, ტექნიკაზე და შემდგომ ნაბიჯებზეა საუბარი", განაცხადა ჯანელიძემ.
ვიცე პრემიერის განცხადებით, რუსეთიდან შესაძლო დახმარების თაობაზე თავიდანვე იყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან. „ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ 22 აგვისტოს, შემდეგ კი 24 აგვისტოს გააკეთა განცხადებები. 26 აგვისტოს კი, მას შემდეგ რაც საზოგადოება დაინტერესდა კონკრეტული პროცედურით, რუსეთთან შესაბამისი კომუნიკაციის დეტალური განმარტება გააკეთა პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთისათვის ნოტის გაგზავნის საკითხზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა ამ პროცედურის ფორმალური მხარე და უკრაინის მაგალითი მოიყვანა.
„მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ნოტას, გუშინ მოგეხსენებათ რომ საუბარი შედგა პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე ფორმალობა მოითხოვდა ნოტის გაგზავნას უკრაინული მხარისათვის. უკრაინიდან გამოხატული მზაობის შემდგომ საჭირო გახდა ნოტის გაგზავნა", აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათი შეფასებები სრულიად უპასუხისმგებლო და პოლიტიკური სპეკულაციის მატარებელია.
„ოპოზიციამ იცოდა რუსეთის დახმარების შესახებ 22 რიცხვშივე, თუ რაიმე კითხვა არსებობდა რომელიმე დეპუტატის მხრიდან ან რომელიც ჟურნალისტის თუ საზოგადოების მხრიდან, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად იყო და დღესაც რჩება ღია ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. არანაირი ნაბიჯი დამალული არ ყოფილა ჩვენს ქმედებებში, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია იმის გარდა რაც საჯაროდ უკვე მიწოდებულია საზოგადოებისთვის ჩვენ არ შეგვიძლია არავის მივაწოდოთ, რადგანაც ეს არის სრულყოფილი ინფორმაცია“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.