რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მან გასული წლის იანვარში ელექტრონული წერილი მიიღო დონალდ ტრამპის მრჩევლისგან, რომელიც მოსკოვში უძრავი ქონების პროექტს ეხებოდა, მაგრამ მას არც წერილისთვის უპასუხია და საკითხი არც პუტინთან განუხილავს.
როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ამ კვირას The Washington Post-ი წერდა, რომ მაიკლ კოენმა, ტრამპის ერთ-ერთმა ყველაზე ახლო ბიზნეს-მრჩეველმა, ელექტრონული წერილი გაუგზავნა დიმიტრი პესკოვს, პუტინის პრესმდივანს და შეეცადა მისგან დახმარების მოპოვებას მოსკოვში „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
იმ დროს ტრამპი „რესპუბლიკურ პარტიაში“ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძოდა.
„მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სხვა უამრავ ელექტრონულ წერილს შორის მივიღე მაიკლ კოენის წერილიც. ეს ნამდვილად მოხდა“, განაცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ ამ საკითხის განხილვა მის სამსახურებრივ კომპეტენციას სცდებოდა და ამის გამო არც უპასუხია, მით უფრო არ განუხილავს საკითხი პუტინთან.
პესკოვმა თქვა, რომ კოენი „გარკვეულ რუსულ კომპანიასა და გარკვეულ ადამიანებზე“ წერდა, რომელთაც უნდოდათ ცათამბჯენის აშენება მოსკოვში და სურდა მისგან დახმარების მიღება პროექტის განხორციელების საქმეში.
„რადგანაც ჩვენ ამგვარ, ბიზნესის თემებთან დაკავშირებულ საკითხებს არ განვიხილავთ, ჩვენ ეს საკითხი პასუხის გარეშე დავტოვეთ“, აღნიშნა პესკოვმა, როგორც ამას „როიტერსი“ წერს და დაამატა:
„ჩვენ არ შეგვიძლია განვიხილოთ ასეულობით და ათასობით სხვადასხვა თხოვნა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელსაც ჩვენ პრეზიდენტ პუტინის სახელზე ვიღებთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.