სატვირთო ავტომანქანა მოსკოვის ცენტრში, კარეტნი რიადის ქუჩაზე ფეხით მიმავალ ორ ადამიანს დაეჯახა და მიიმალა, მიმდინარეობს მისი ძებნა, განუცხადეს სააგენტო „РИА Новости“-ს რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სამმართველოს პრესსამსახურში.
მძღოლი მოგვიანებით პოლიციამ მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავა.
მოსკოვის პოლიციის სამმართველოს პრესსამსახურის უფროსმა იური ტიტოვმა კი უარყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სატვირთო ავტომანქანა ადამიანთა ჯგუფში შევარდა.
„რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველო ოფიციალურად აცხადებს, რომ ინფორმაცია სატვირთო ავტომანქანის მოსკოვის ცენტრში ადამიანთა ჯგუფში შეჭრის თაობაზე, რაც ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა, არ შეესაბამება სინამდვილეს“, განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.