ალექსანდრე ლუკაშენკო: ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი
23-04-2015, 02:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ დასავლეთში, – ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვედრის დაწყებისას.

 
“ამ სამი დღის განმავლობაში, ალბათ, შეიძლება დარწმუნება, რომ ეს ლეგენდარული ქვეყანაა, ამიტომ მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრისა და თქვენი სტუმართმოყვარეობის გამო. მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მომავალი ურთიერთობების ფუნდამენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პოლიტიკაში ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს. მე მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყველგან დასავლეთში მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა თავის მხრივ დასძინა, რომ არის კარგი წარსული, რომელზეც უფრო უკეთესი მომავლის დაშენება შეიძლება.

 
“თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი, ქართველებისადმი, შესანიშნავი ფუნდამენტია ურთიერთობების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ბევრ ასპექტში ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ასე, რომ ჩვენ ვიწყებთ საინტერესო გზას მომავალი თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი