რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და მას ქვეყანაში სამი წლით შესვლა აეკრძალა. აღნიშნულის შესახებ Facebook-ზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.
„ანა კურბატოვამ, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინიდან გაძევებასთან დაკავშირებით, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას სამი წლით აეკრძალა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლა. გადაწყვეტილება კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რომელიც ზიანს აყენებდა უკრაინის ეროვნულ ინტერსებს“, აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის დედაქლაქ კიევში რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტის ანა კურბატოვას გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა.
„ინფორმაციას სასწრაფო ცნობით ვიწყებთ უკრაინაში ჩვენ კორესპონდენტზე - ანა კურბატოვა კიევის ცენტრიდან იქნა გატაცებული და ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან დაკავშირებას. ჩვენი კოლეგა უცნობმა პირებმა სახლის სიახლოვიდან გაიტაცეს, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს“, განაცხადა ახალი ამბების გამოშვებაში „პირველი არხის“ წამყვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.