შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შსს-ს ცნობით, თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, შერეულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის კერებთან იმყოფებოდა ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებს სხვადასხვა ცეცხლმაქრი ხელსაწყოსა და წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებდა. გამთენიიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.