ჰიუსტონთან მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქებები მოხდა - ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა
31-08-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დატბორილი ჰიუსტონის ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნის აფეთქებას და ხანძრის გაჩენას მომდევნო დღეებში ელოდებოდნენ, თუმცა აფეთქებები იქ მანამდე მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ამერიკული მედიის ცნობით, ორი აფეთქების ხმა გაიგეს და ტერიტორიიდან კვამლი ამოდის. 

 


ქარიშხალ „ჰარვის“ თანმხლები კოკისპირული წვიმისას, კროსბიში მდებარე არკემას ქარხანამ ქიმიური შემადგენლობების გაციების შესაძლებლობა დაკარგა, რაც საფრთხის თავიდან აცილებისათვის ცივ მდგომარეობაში უნდა იყოს და რადგან ეს სისტემა მოიშალა, არ არსებობს გზა, რომელიც ცეცხლის შესაძლო გაჩენისგან დაიცავს ქარხანას, განაცხადა კომპანიამ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე.

 


ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, შტორმს სულ მცირე 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 


ქარიშხალმა ასევე დარტყმა მიაყენა აშშ-ის ენერგომომწოდებლებს, რადგან სანავთობო კომპანიებმა ნავთობსადენები დახურეს.

 


არკემას ქიმიურმა ქარხანამ პარასკევს, შტორმის თავზე დატყდომამდე შეაჩერა მუშაობა, მაგრამ ნალექის სახით 120სმ წვიმის მოსვლამ მისი დატბორვა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 


ელექტროენერგიის გამომუშავების ალტერნატიული, შიდა გენერატორებიც ასევე დაიტბორა.

 


მოელიან, რომ ხანძარი უმეტესწილად ქარხნის ტერიტორიაზე გავრცელდება, მაგრამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 2.4კმ-ის რადიუსში ჰარისის ოლქის მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა, ქარხანაში დარჩენილი ბოლო მუშების ევაკუაცია კი სამშაბათს მოხდა, წერს BBC.

 


ტეხასსა და უკვე დასავლეთ ლუიზიანაში თავსხმა წვიმები გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მდგომარეობა ისევ სახიფათო იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი