საქართველოს მთავრობის განკარგულება N1818, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლება მოხდა, გუშინ გამოიცა.
მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან შემდეგი ორი პირი შეარჩია:
1. ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე;
2. ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, როგორც განკარგულების ტექსტშია მითითებული, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.
„სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით კონკურსი 25 ივლისს გამოცხადდა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს-ლადო ჭანტურიას, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 21 ივლისის წერილში ნათქვამია, რომ ის ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, წარმატებით აგრძელებს კონკურსს.
25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა. ქულათა დაჯამების შედეგად გამოვლინდა ოთხი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს: ლალი ფაფიაშვილი − 4.82; თამარ ალანია − 4.45; იოსებ ბაჩიაშვილი − 3.73; ოთარ სიჭინავა − 3.73;
დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.
ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს", აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.