გიორგი კვირიკაშვილი: თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს
31-08-2017, 03:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა თქმა უნდა, ძნელია სტიქიას გაუკეთო პროგნოზირება, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას. მოგეხსნებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალა არის ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ავიაცია, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. ამ ეტაპზე ჩართულია კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი ირანთან მიდის მოლაპარაკება და საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაგვეხმარებიან.

 


რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში წაღვერის მახლობლად არსებული სტიქიის დაძლევის საკითხს, ბევრი ადამიანის ძალისხმევით საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძვინვარებულ სტიქიას, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში. ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა, რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისკენ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი