ნოდარ ხადური: 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა
23-04-2015, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სასტუმრო “თბილისი მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე: “საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება”.

 
ღონისძიებას ესწრებიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია იმართება საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნესპალატის და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის FEBI-ის ორგანიზებით.

 
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია; სპეციალისტები, ეკონომისტები, ბიზნესთან ახლოს მდგომი ადამიანები, ბიზნესმენები იკრიბებიან და თავის წინადადებებს შეიმუშავებენ, რომელსაც ხელისულება შემდეგ დიდი ყურადღებით გაეცნობა.

 
“რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მე მოვახდენ უბრალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ სამ კვირაში თბილისში ჩატარდება მსოფლიო დონის ბიზნესფორუმი”, – განაცხადა ხადურმა.

 
მისივე თქმით, შარშან საქართველოში 1 272 000 000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა.

 
“შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ძალიან ცნობილი და ცნობადი. მე გეტყვით ერთსაც, ისეთი გიგანტი როგორიცაა თატა ფაუერი, ასეთი ბრენდები, სამწუხაროდ, ცოტა შემოდის საქართველოში. ის სწორედ წელს შემოვიდა და დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ენერგოსექტორში. ანალოგიური ვითარებაა სხვა მიმართულებით, ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იმედიანები ვართ ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა ხადურმა.


ფინანსთა მინისტრის თქმით, იანვრის შემდეგ თებერვალი იყო გაცილებით უკეთესი და მარტშიც საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლებია.

 
“მე უბრალოდ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას დაველოდები. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა რეგიონში, რაც გამოწვეულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ეს არის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, არამედ თუნდაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ჩვენთან მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია”, – განაცხადა ხადურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი