ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
პრემიერის თქმით, საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა.
„ამიტომ, პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმანში ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს მუშაობა. წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც საჭირო იქნება გათვალისწინება ამ რესურსის და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ვფიქრობთ, რომ ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. მინდა ვთქვა, რომ ფართობი ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებშია დამწვარი ტყის ფართობი. ღირსეული საქმეა ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენა მთელი მოსახლეობის ჩართულობით და მათ ვისაც სურვილი ექნება, თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.