გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის დახმარების საკითხზე: არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე
31-08-2017, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში დახმარების თხოვნით რუსეთისთვის მიმართვის საკითხზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, მთავრობისთვის უპირველესი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.

 

 

„მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი.

 

 

ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რეგიონული ჩართულობა არის აუცილებელი.

 

 

უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური.

 

 

კარგად მახსოვს, ოთხშაბათი საღამო, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები.

 


მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი