შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის ყველა ღია ცეცხლის კერა ფაქტობრივად ჩამქრალია.
მინისტრის პროგნოზით, „დღის ბოლომდე, თუკი ამინდი შეგვიწყობს ხელს, ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებული იქნება".
„ძალიან ეფექტურად მუშაობს ავიაცია და ცოცხალი ძალა. ჩვენ გვაქვს აწყობილი სრულად კავშირგაბმულობა, პირდაპირი კავშირი აქვთ ხმელეთიდან ავიაციასთან, რომელსაც კონკრეტულ კოორდინატებს აძლევენ, თუ სად უნდა დაისხას წყალი, საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ", განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე 1 5000 ადამიანი მუშაობს.
„5 ვერტმფრენი მუშაობს და ასევე ჩაერთვება სულ მალე უკრაინული თვითმფრინავიც. ცოცხალი ძალა, დაახლოებით, 1500 კაცამდე არის მობილიზებული. 1200 აქედან შს სამინისტროს თანამშრომლები არიან, დანარჩენი მოხალისეები არიან, რომლებიც ძალიან მხარში გვიდგანან,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.