სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 24-ის გადარჩენა მოხერხდა მუმბაიში მას შემდეგ რაც იქ შენობა ჩამოიქცა.
როგორც BBC სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, 5-დან 10-მდე ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.
6-სართულიანი შენობა, რომელიც დაახლოებით 100 წლის იყო, ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქში, მჭიდროდ დასახლებულ ბენდი ბაზარის ტერიტორიაზე ხუთშაბათს ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილას ჯერ კიდევ იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ავტომანქანები და სახანძრო ბრიგადები.
საცხოვრებელი კორპუსი ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 08:40 საათზე დაინგრა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს შენობის მესამე ჩამოქცევის შემთხვევაა მუმბაიში. პოლიცია ეჭვობს, რომ საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის მიზეზი კოკისპირული წვიმების შედეგად საძირკვლის მორყევა გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.