„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცოთ ჩვენს სტუდენტებს. 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მინდა, მათ ვუსურვო, შეიძინონ ის ცოდნა, უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ", განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ნათელი მომავალი გააჩნია. ცხოვრების დინამიკა იზრდება. პროფესიონალური მომზადების კუთხით, არსებობს საკმაოდ კონკურენტული გამოწვევები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევების გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. მათ კი ვინც ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ.
ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ადამიანისთვის ყოველ წუთას, ყოველდღიურად ჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ იმ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობები, რომ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს," აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.