ამ დღეებში იყო ბევრი წარმატება სპორტის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა ძალიან გაგვახარეს - იყო სამი ისტორიული გამარჯვება, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ერთდროულად ორი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს-გენო პეტრიაშვილი და ზურა იაკობიშვილი. კარგად მახსოვს, როდესაც გენო პეტრიაშვილმა ვერ მიაღწია რიოში იმას, რაც მას უნდოდა, რამხელა იმედგაცრუება იყო მისთვის პირადად. მინდა, მივულოცო, რომ მან ეს ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და ყველა გაგვახარა. სხვათა შორის, ვუყურე თავიდან ბოლომდე, ძალიან რთული ბრძოლა იყო.
ასევე, მინდა მივულოცო ზურა იაკობიშვილს. ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კანოისტი ზაზა ნადირაძე ვერცხლს დაეუფლა. ზაზაც მიიწევს წინ და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ სპორტში, რომელიც არ არის მაინც და მაინც ტრადიციული საქართველოსთვის, ასეთი წარმატებული ადამიანი გვყავს.
მოგეხსენებათ კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ,,აკროპოლისის თასი" აიღო. ეს არის კარგი სტარტი და დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის წარმატებული დასაწყისიც. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სიხარულიც და გამოწვევაც. ასეთია ჩვენი ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ერთიანობაში უნდა მივიღოთ, როგორც გამოწვევა, ასევე სიხარული", განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.