იმდენად, რამდენადაც ცეცხლის ღია კერები აღარ გვაქვს, ვერტმფრენების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე აღარ არის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ვერტმფრენებით მუშაობა, აღნიშნული განცხადება ზეკარის უღელტეხილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში ისევ ჩაერთვებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ქრობის პროცესში გამთენიიდან აქტიურად იყო ჩართული ავიაცია. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.