როგორ აპირებს ნარმანია ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემის გადაწყვეტას?
23-04-2015, 03:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემას თბილისის მერია უბნების მიხედვით, ინდივიდუალურ რეჟიმში უდგება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ 10 -მდე პროექტი უკვე განხილულია.


“ჩვენ ვანვითარებთ ამ პროექტს ინდივიდუალურად, უბნების მიხედვით, სადაც მოთხოვნა არსებობს კერძო სექტორის მხრიდან. ეს ეხება არა მხოლოდ “ხრუშჩოვკების” პროექტს, არამედ ძველი ნგრევის პირას მყოფი სახლების პროექტებს, სადაც გაზრდილი კოეფიციენტი მიეცემა ჩვენი მხრიდან მშენებელ კომპანიებს და ისინი ავითარებენ ამ პროექტებს. რამდენიმე ასეთი წინადადება ჩვენთან იყო შემოსული, განვიხილეთ და მწვანე შუქი მივეცით, რამდენიმე მათგანი ახლაც მოლაპარებისა და განხილვის სტადიაზეა. ასე რომ, ინდივიდუალურ რეჟიმში ვუდგებით უბნების მიხედვით ამ პრობლემას. ჩვენი წინასაარჩევნო მინიმალური დაპირება იყო ის, რომ 50 სახლზე მეტის ჩანაცვლება მოხდებოდა. 10-მდე პროექტი უკვე განხილულია და ზოგიერთ მათგანს უკვე მიეცა მშენებლობის ნებართვა”, – განაცხადა ნარმანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი