ჟურნალ „ფორბსის“ რუსულმა გამოცემამ საუკუნის ყველაზე გავლენიანი რუსების სია შეადგინა. მასში შემავალ ას ადამიანს შორის, რომელთაც ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს, არიან - ვლადიმერ პუტინი, იური გაგარინი, მიხეილ გორბაჩოვი, ალა პუგაჩოვა და ლეონიდ ბრეჟნევი.
როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რედაქციამ და ჟურნალის ექსპერტებმა აარჩიეს რუსები, რომელთაც „1917 წლიდან 2017 წლამდე უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ეკონომიკაზე, ბიზნესზე, მეცნიერებაზე, საზოგადოებასა და პოლიტიკაზე“.
„მათ შორის არიან - ვლადიმერ ლენინი და ლეონიდ ბრეჟნევი, ივან პავლოვი და ნიკოლაი ვავილოვი, მაია პლისეცკაია და ფიოდორ შალიაპინი, ლეონიდ გაიდაი და სერგეი ეიზენშტეინი“, ნათქვამია რუსეთში გამომავალი „ფორბსის“ მედიაჯგუფის პრესრელიზში.
ასწლეულის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში თანამედროვეთაგან 21 ადამიანი მოხვდა, რომელთა შორის არიან: პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბალეტის ვარსკვლავი მიხაილ ბარიშნიკოვი, ფიზიკოსი ჟორეს ალფეროვი, „ВКонтакте“ და Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი, რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, ჰოკეისტები ალექსანდრ ოვეჩკინი და ვლადისლავ ტრეტიაკი, მომღერალი ალა პუგაჩოვა, მათემატიკოსი გრიგორი პერელმანი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსეი კუდრინი და სხვები.
სია ჟურნალის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება. გარდა ამისა, „ფორსბმა“ მკითხველს ყველაზე გავლენიანი თანამემამულეების სიის შესადგენად თავიანთი აზრის გამოხატვა შესთავაზა და ვებგვერდზე ხმის მიცემის საშუალება მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.