საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მშვიდობისმყოფელის დღესთან დაკავშირებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„18 წელი შესრულდა, რაც ქართველ ჯარისკაცს მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. სწორედ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დამსახურებაა, რომ ქვეყანამ ღირსეული, სანდო პარტნიორის სახელი მოიპოვა. წარმატებები, რაც გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, სწორედ ჩვენი სამხედროების დამსახურებაა. მინდა ქედი მოვიხარო იმ ბიჭების სახელების წინაშე, ვინც ჩვენ ამ მისიების შესრულების დროს დავკარგეთ. საქართველო მათ სახელებს არასდროს დაივიწყებს", აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.