ქაბულში, ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 9 ქვეყნის ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.
საერთაშორისო მარათონი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს სპეციალურად მარათონისთვის დამზადებული მაისურები სამახსოვროდ გადაეცათ.
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში 1999 წლიდან მონაწილეობს. ამჟამად, ქართული სამხედრო კონტინგენტი (900-მდე სამხედრო მოსამსახურე) საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ასრულებს. ერთი ქვეითი ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაშია (EUTM RCA) ჩართული, მალიში (EUTM Mali) კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.