შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი გარდაცვლილის თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარია.
35 წლის გურჯაანელ მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდები შვეიცარიაში, დაახლოებით, ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.