ბუდაპეშტში ვიზიტისაას, საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა უნგრეთი გახლავთ საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებში, როგორიც არის ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
„მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს უნგრეთის სახელმწიფოს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებისთვის, რომლის მოცულობაც წელს გაიზარდა და უნგრეთში უმაღლესი განათლების მიღების საშუალება 80 ქართველ სტუდენტს მიეცა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ განათლების სფეროში ახალი შესაძლებლობებისა და ორი ქვეყნის ახალგაზრდობას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაჯამეს ქვეყნებს შორის განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც თბილისს ასევე ესტუმრა უნგრეთის ბიზნესდელეგაცია. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაცნობის შედეგად უნგრული კომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით გაზრდილია. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა უმასპინძლოს ქვეყნებს შორის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგ სხდომას თბილისში.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და იმედი გამოითქვა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ადეკვატურად უპასუხებს საქართველოს მისწრაფებებს, ახალ იმპულსს შესძენს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უნგრეთის აქტიური ჩართულობისთვის, ასევე ბუდაპეშტის მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევისთვის.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უნგრეთის თავმჯდომარეობას და ვიშეგრადის ქვეყნებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები, რომელმაც უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, საშუალებას აძლევს მხარეებს დასახონ სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობის გზები", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.