თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს შეხვდა
01-09-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა.

 


შეხვედრას, რომელზეც ვარშავისა და თბილისის ზოოპარკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელიც ესწრებოდნენ.

 


თბილისი მერიის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თბილისში ახალი ზოოპარკის განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო.

 

 

ვარშავის ზოოპარკის დირექტორის ანდრეი კრუშევიჩის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი.

 


მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელს ანდრეი კრუშევიჩს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, რისთვისაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასოციაციაში თბილისის ზოოპარკის გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება", აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ.

 

 

ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.

 


ვარშავის ზოოპარკის დირექტორის თბილისში ვიზიტი მიმდინარე წლის ივნისში, დედაქალაქის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის და მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის ვარშავაში სტუმრობისას დაიგეგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი