თეთრი სახლი კონგრესს გადაუდებელ დაფინანსებას სთხოვს - ტრამპი 1 მილიონი დოლარის დონაციას გაიღებს ქარიშხლისა და წყალდიდობისაგან დაზარალებულთა ფონდში
01-09-2017, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლი კონგრესს იმ ადამიანების გადაუდებელ დაფინანსებას სთხოვს, ვინც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დააზარალა.

 


„ამერიკელი ხალხი თქვენთანაა“, განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ტეხასში ვიზიტისას.

 


„ჩვენ აქ ყოველ დღე ვიქნებით, სანამ ეს ქალაქი და ეს შტატი და ეს რეგიონი არ აღდგება და არ გახდება უფრო დიდი და უკეთესი, რაც კი მანამდე, ოდესმე ყოფილა“, თქვა მან.

 


მოელიან, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავდაპირველად 5.95 მილიარდი დოლარის დახმარების წინადადებას წარმოადგენს, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ იტყობინება.

 


უფრო ადრე, ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა თქვა, რომ შტატს შესაძლოა 125 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდეს.

 

 

 


ქარიშხლისა და მისგან გამოწვეული წყალდიდობების შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა.

 


ტრამპის დონაცია

 


პენსმა განაცხადა, რომ მომხდარი უბედურების შემდეგ დახმარებისთვის 311,000 ადამიანი დარეგისტრირდა და იგი იმედოვნებს, რომ კონგრესში თანხის გამოყოფის შესახებ წარდგენილ წინადადებას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება.

 


როგორც BBC წერს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სისწრაფით მიაღწევს ფული დაზარალებულებამდე.

 


განადგურებულ ქალაქ როკპორტში ვიზიტისას პენსმა ტეხასელების მიმართ პატივისცემა გამოხატა: „ვფიქრობ, რომ ტეხასელი ხალხის გამძლეობა აღმაფრთოვანებელია. უყურებდე ადამიანებს, რომელთაც საშინელება გამოიარეს ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბუნებრივ უბედურებაში და იდგნენ მხარდამხარ, აწვდიდნენ საკვებს თავიანთ მეზობლებს, ეხმარებოდნენ თავიანთ მეზობლებს მათი სახლების გასუფთავებაში და სახეზე ღიმილი არ შორდებოდეთ... სიამაყის გრძნობის აღმძვრელი და ღრმა შთაბეჭდილების მომხდენია ჩემთვის“.

 


თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი დაზარალებულთა დასახმარებლად თავისი პირადი თანხიდან 1 მილიონი დოლარის დონაციას გაიღებს.

 


როგორც BBC იტყობინება, წყალდიდობის შემცირების შემდეგ, ფოკუსირება გადარჩენის ძალისხმევებიდან უფრო გრძელვადიან აღდგენით მიმართულებებზე კეთდება, მაგრამ მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ არ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში მანამ, სანამ არ ეტყვიან, რომ ამის გაკეთება უსაფრთხო იქნება.

 

 

 


უფრო ადრე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქარიშხალმა და მისმა თანმხლებმა წყალდიდობამ დაახლოებით 100,000 სახლი დააზიანა, რომელთაგან ყველა არ ყოფილა სრულად დაზღვეული.

 


დაახლოებით 779,000 ტეხასელის ევაკუაციის ბრძანება იყო გაცემული და ამას დამატებული, 980,000-მა ადამიანმა თავიანთი სახლები ნებაყოფლობით დატოვა, იტყობინება „როიტერსი“ ჰოუმლენდის უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედ მდივანზე, ელაინ დიუკზე დაყრდნობით.

 


შეერთებული შტატების საგანგებო მენეჯმენტის სააგენტოს (Fema) განცხადებით, მისმა ჯგუფებმა 3,800-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და მანამდე უკვე ბუნებრივ უბედურებაში ჩავარდნილ 90,000 ადამიანს მიღებული ჰქონდა დახმარება.

 


Fema-მ ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ მობინადრეები თაღლითების სამიზნე გახდნენ. გარკვეული პირები მობინადრეებს თავს ინსპექტორებად და საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენლებად წარუდგენდნენ. სხვები თაღლითურ სატელეფონო ზარებს იღებდნენ წყალდიდობის დაზღვევასთან დაკავშირებით და ეუბნებოდნენ, რომ დამატებითი თანხა უნდა გადაეხადათ, სხვა შემთხვევაში დაზღვევა დაეკარგებოდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი