პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჰეროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სტუმრებს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და არსებული ურთიერთობების მომავალში გაღრმავების მნიშვნელობაზე.
კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკა ამაყობს საქართველოს მიერ გლობალური მასშტაბით დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვისათვის შეტანილი წვლილით - რისთვისაც, მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.
კონგრესმენმა, ჰეროლდ როჯერსმა ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს წინსვლას და პროგრესს.
„კონგრესს სურს, რომ საქართველოს შეუნარჩუნდეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია", აღნიშნა კონგრესმენმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდამჭერი მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების გასამარჯვებლად.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე ორ ქვეყანს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე.
ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ჰეროლდ როჯერსი ხელმძღვანელობს, შედიან კონგრესმენები: ჰენრი ქუელარი, ჩარლზ ფლეიშმანი, სტივ უომეკი, ჯონ დანკანი და ჯონ კარტერი.
პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გამართულ ვახშამს ქართული მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.