ვიშეგრადის ქვეყნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ და მას აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ საუბარია ვიშეგრადის ოთხეულის დეკლარაციაში, რომელიც 31 აგვისტოს ბუდაპეშტში მიიღეს.
„ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრები მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული განზომილებისა და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებისა და სტაბილურობის აქტიური ფაქტორის მიმართ.
ისინი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის პრიორიტეტად იქცეს.
დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვა უნდა აერთიანებდეს პოლიტიკირ დასაბუთებას და ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან თანაზიარი პასუხისმეგბლობის გარანტიას უნდა იძლეოდეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განსხვავებულ მისწრაფებებს უნდა ასახავდეს, ამასთან, დაინტერესებულ პარტნიორებს ის ევროპულ პერსპექტივას უნდა სთავაზობდეს, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობას - ამბიციურ პროგრამას გრძელვადიან პერსპექტივაში.
მინისტრების თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს რეგიონულ თანამშრომლობას, გახსნილობას, საერთო ღირებულებებს, დიფერენციულობასა და მრავალმხრივ განზომილებას.
შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირზე გეოპოლიტიკური გარემოებების გავლენაზე. ამ კონტექსტში აღინიშნა სტრატეგიული რეაგირების აუცილებლობა.
ხაზი გაესვა პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების გაგრძელების, სტაბილურობის, სამოქალაქო მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას. ხაზგასმით აღინიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, ყველა ამ ტიპის ქმედება რეალური სარგებლის მომტანი უნდა იყოს ექვსივე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
ვიშეგრადის ოთხეულის მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებას ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეთა შორის. მინისტრები ასევე მიესალმნენ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელ ამოქმედებას.
მინისტრებმა დაადასტურეს, რომ „საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებების (თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ხელშეკრულებების ჩათვლით) განხორციელება, ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზაზე ამ ქვეყნების მთავარი ამოცანაა“.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მოლდოვასთან, საქართველოსთან და უკრაინასთან დაწესებულმა უვიზო მიმოსვლამ აჩვენა, რომ მას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს რიგის ოთხივე პრიორიტეტის (ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები;
ინფრასტრუქტურული ურთიერთკავშირები, ენერგეტიკული ეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები) განხორციელების გაგრძელების მნიშვნელობა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული შეხვედრაზე მისჯელეს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტირული კავშირების მნიშვენლობაზე. აღინიშნა რომ, „უკეთესი კავშირები ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობისა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას, არამედ პოლოტიკური კავშირების განვითარებასაც“, ნათქვამია საგრეო უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.