იანის ზლამეცი: საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას
01-09-2017, 04:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იანის ზლამეცს შეხვდა. ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, იანის ზლამეცს საქართველოში აკრედიტაციის ვადა ამოეწურა.

 


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დინამიკისა და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ.

 


მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე და ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხს და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

 


შეხვედრისას განიხილეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი. ლატვიის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები. „საქართველო დემოკრატიული განვითარების სწორ გზაზე დგას", აღნიშნა იანის ზლამეცმა.

 


იანის ზლამეცმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ, მიმდინარე წლის მარტში ლატვიის პარლამენტის სპიკერის და სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების გულითადი მანპინძლობისთვის და ხაზი გაუსვა საორგანიზაციო ჯგუფის მაღალ პროფესიონალიზმს.

 


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ლატვიის ელჩს მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

 


„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააღრმავა საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება", განაცხადა მან შეხვედრის დასასრულს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი