აბასთუმნის ტყეში ხანძრის ღია კერები არსად არ არის, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცოცხალი ძალა ჯერჯერობით იმავე რაოდენობით რჩება, რაც აქამდე იყო მობილიზებული, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის ადგილობრივებს, მადლობა გადაუხადა.
„დღესაც მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება. ღია კერები არსად არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ ზონაში, სადაც ხანძარი იყო. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ხანძრის ქრობის პროცესში. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის წარმატებული მაგალითი, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ადგილობრივებს, რომლებიც მეხანძრე-მაშველების მხარდამხარ ცეცხლის ჩასაქრობად იბრძოდნენ“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.