თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში, ახალი სასწავლო წლისთვის 1370 ბავშვი იქნება ჩარიცხული
01-09-2017, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელთაგან 19 სოფლებში ფუნქციონირებს, ახალი სასწავლო წლისთვის 1370 ბავშვი იქნება ჩარიცხული და სკოლამდელი განათლების მიღება მუნიციპალიტეტის ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი იქნება, განუცხადა ა(ა)იპ თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა, მაია თორთლაძემ GUARDIAN.GE-ს.

 

 

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 2016 წელს 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რისთვისაც ჯამში 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

 

 

„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბაღი ხელმისაწვდომია, ანუ არ არსებობს ბავშვი, რომელიც ვერ მიიღებს სკოლამდელ განათლებას იმის გამო, რომ არ არის ადგილი. არსებული 26 საბავშვო ბაღიდან 5 ბაღს ახალი შენობა გააჩნია - თანამედროვე სტრანდარტების მიხედვით აშენებული და უახლესი საბავშვო ინვენტარით აღჭურვილი. აღნიშნულ მშენებლობებზე ჯამში, 1.5 ლარი დაიხარჯა. ამ საბავშვო ბაღების აშენება გასულ წელს მოხდა. დანარჩენი 21 საბავშვო ბაღი კი, ნაწილობრივ აღდგენილია“, განაცხადა მაია თორთლაძემ.

 

 

თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბაღებისთვის 189 000 ლარი იხარჯება და აღნიშნული თანხა ხმარდება საწყობების, სამზარეულოებისა და სველი წერტილების მოწყობას.

 

 

„ჩვენ წარვადგინეთ მოთხოვნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში გვჭირდებოდა სხვადასხვა მოცულობის სამუშაოების შესრულება - ყოველწლიურად ვადგენთ პრიორიტეტებს. ჩვენს მიერ გათვლილ პრიორიტეტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჰიგიენური და სანიტარული პირობების სრულყოფა, რომელიც აუცილებელია პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამ მიმართულების პრიორიტეტად მიჩნევის შემდეგ, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შეისწავლა ეს საკითხები, მოიძია ფინანსები. ეს არ არის ადგილობრივი ბიუჯეტი, ეს არის რეგიონული განვითარების ფონდი. ანუ მხოლოდ ბაღების პროექტებისთვის ფონდის მიერ მუნიციპალიტეტში 189 000 ლარი გადმოირიცხა“, აღნიშნა მაია თორთლაძემ და დაამატა, რომ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესაბამისად და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის იქნება დასრულებული.

 


გარდა ამისა, როგორც მაია თორთლაძემ განაცხადა, მათ ა(ა)იპი-საც აქვს ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 000 ლარი, რაც სააღმზრდელო ჯგუფების კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა.

 

 

„იხარჯება ასევე თანხა რბილი ინვენტარის შესაძენად - ეს თანხა, დაახლოებით, 10 000 ლარია. ასევე ამჟამად 20 000 ლარი იხარჯება ზამთრისთვის შეშის შესაძენად; 15 000 ლარი საოჯახო ტექნიკისა და ჭურჭლისთვის არის გათვალისწინებული. ჩვენი ა(ა)იპის მთლიანი ბიუჯეტი კი მილიონ 886 000 ლარს შეადგენს“, უთხრა GUARDIAN.GE-ს მაია თორთლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი