საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მიმოვიხილეთ წარმატებული პროექტები, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად განვახორციელეთ. მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი გეგმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით იმპლემენტაცია იქნება. ამ თვალსაზრისით მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას გავუსვით ხაზი", განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.