თინა ხიდაშელი: გიუნტერ ბეხლერის მხრიდან საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა, კორუფცია ყოფილიყო
23-04-2015, 04:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საკითხები, რაზეც რამდენიმე ხნის წინათ შვეიცარიის ელჩი საუბრობდა, არის ის, სადაც ყოველგვარი წითელი ხაზი გადის და ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით , - ამის თაობაზე ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


ხიდაშელთან ერთად ბეხლერს აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი შეხვდა.


როგორც დეპუტატმა დიპლომატთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობაში არის პრობლემები, რომელიც წლების წინ ხელოვნურად ჩაიდო, იმ ცნობილი მიზეზების გამო, რაც საქართველოში ბიზნესს ექმნებოდა. ხიდაშელის თქმით, ყველა ასეთი კანონი უნდა გადაიხედოს, რათა "ხელი არავის არსად წაუცდეს".


"ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე და გიგლა აგულაშვილმა ვთხოვეთ, რომ დეტალური ინფორმაცია მოეწოდებინა არა მხოლოდ ახლა, არამედ ერთგვარი ცხელი ხაზივით გამოგვიყენონ საჭიროების შემთხვევაში, თუკი რაიმე კონკრეტული პრობლემის შესახებ ექნებათ ინფორმაცია. შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიის ელჩი ფასილიტაციას გაუწევს პარლამენტის კომიტეტების შეხვედრას ინვესტორებთან, რათა ერთი მხრივ, ვისაუბროთ კონკრეტულ პრაქტიკაზე, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება და მეორე მხრივ, თუკი რაიმე ცვლილებებია კანონმდებლობაში შესატანი, რათა ბიზნესმენთა საქმიანობა უფრო გამარტივდეს და პროდუქტიული გახდეს, ამაზეც სრული მზადყოფნა გამოვხატოთ", - აცხადებს ხიდაშელი.


დეპუტატის ცნობით, გიუნტერ ბეხლერის მხრიდან საუბარია ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სადაც შესაძლოა, კორუფცია ყოფილიყო.


"მას ამის თაობაზე შეხვედრა ჰქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და საკითხი გარკვევის პროცესშია. ჩემთვის როგორც დეპუტატისთვის ეს კონკრეტული შემთხვევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ კანონში არ არსებობდეს არცერთი ხარვეზი, რომელიც შესაძლებელს გახდის მაგალითად, ფინანსური პოლიციის 6-თვიან შემოწმებას, როდესაც ფინანსური პოლიცია რომელიმე კომერციულ დაწესებულებაში ზის, იქედან აღარ მიდის და ეძებს რაღაცას, გაუგებარია რას", - განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი