საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილული იყო აშშ - საქართველოს ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, როგორც სამხედრო თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით“, განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი ასევე ქვეყნის შიდა, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას შეეხო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.