შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, თათბირი ჩაატარა.
თათბირზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასეს, მომდევნო დღეების განმავლობაში განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს და ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სრულად ლოკალიზებულია. ნახანძრალ ტერიტორიაზე გრძელდება ნიადაგის პრევენციული დამუშავება. კლიმატური პირობების გაუარესების მიუხედავად, არ წარმოქმნილა ხანძრის არც ერთი ახალი კერა.
„ღამით, ორ ლოკაციაზე უმნიშვნელო დაკვამლიანება დაფიქსირდა, რისი ლიკვიდირებაც დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადაში მოხდა.
ადგილზე რჩებიან შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად.
დღეს საქართველოში ირანიდან ჩამოფრინდა 2 ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში.
საგანგებო შტაბი და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ადგილზე მუშაობას განაგრძობენ", აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.