საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გიორგი აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე მმართველ გუნდს კონსტიტუციის მიღების პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„გასული წლის ნოემბერში ვამბობდით, რომ კონსტიტუციის მიღება კონსენსუსის გარეშე იყო შეუძლებელი, წარმოუდგენელი და ასეთი ტიპის კონსტიტუციას ექნებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პოლიტიკურ გუნდს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროცესი საქართველოს პარლამენტში. ვგულისხმობთ კონსტიტუციის მიღების პროცესს, განეწყოს კონსენსუსისთვის და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რასაც 9-10 თვის წინ ვამბობდით, რომ ფართო კონსენსუსის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას ექნება სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემა”, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.