პრემიერ მინისტრმა „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
01-09-2017, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. 

 

 

მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი სია ასეთია: 

 

 

მთაწმინდა - ჯაბა ჯიშკარიანი;

 

 

ვაკეში ორი კანდიდატია - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე;

 

 

საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე, ვახტანგ შაქარიშვილი;

 

 

კრწანისი - თემურ გორგაძე;

 

 

ისანი - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი;

 

 

სამგორი - რევაზ სოხაძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი;

 

 

ჩუღურეთი - რიმა ბერაძე;

 

 

დიდუბე - ვლადიმერ ძნელაძე, თარაშ შურღაია;

 

 

ნაძალადევი - თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი, ალექსანდრე ხუჯაძე;

 

 

გლდანი - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გული გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე.

 

 

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ხალხი გადაწყვეტს, ვის ჩააბაროს მმართველობა ადგილობრივ დონეზე; ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად ხალხის საჭიროებებზე; ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების" ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს. „ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა რომ გვყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და ქვეყნის თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისთვის კი, ახალი ენერგია გვჭირდება განახლებულ დღის წესრიგსა და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია სრულიად მზად არის, უპასუხოს ყველა ამ გამოწვევას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი