საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გააფორმეს. განცხადებას გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე მოაწერეს ხელი.
განცხადებაში ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღწეულ შეთანხმებებზეა საუბარი, მათ შორის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მხარეები სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში სუვერენიტეტის, მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის, ძალის გამოყენების და ძალით დამუქრების მიუღებლობას ადასტურებენ.
ასევე, მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში. ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება სულ 15 პუნქტიანია, შედგენილია ორ თანაბარუფლებიან ეგზემპლარად რუსულ და ქართულ ენაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.