გარდაიცვალა „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების“ გენერალური დირექტორი ოლეგ გორჩევი. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.
„ჩვენ ვადასტურებთ კომპანიის გენერალური დირექტორის, ოლეგ გორჩევის სიკვდილს, უახლოეს პერიოდში ვებგვერდზე განთავსდება ნეკროლოგი“, განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა და დაამატა, რომ სიკვდილის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცავ ორგანოებში „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, რომ გორჩევის სხეულის დათვალიერებისას ძალადობრივი კვალი არ გამოვლენილა.
უფრო ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველოს პრესსამსახურში დაადასტურეს მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითელგვარდიელთა შესახვევის პირველ საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, თუმცა გარდაცვლილის ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.
გორჩევი 1976 წელს კიევში დაიბადა. მან „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“ ეკონომისტის სპეციალობით დაამთავრა. იგი „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების“ კომპანიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.