ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, „კონსტიტუციის პროექტის საბოლოოდ მიღებამდე, მასში ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგისა და ჩვენი დასკვნის საფუძველზე".
ბუკიკიო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მასში ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეცვლის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს.
„პროპორციული სისტემის შემოღების გადადება 2024 წლისთვის ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მუდმივი მარცხი, მიეღწიათ კონსესუსისთვის შესწორებული კონსტიტუციისთვის მოლაპარაკებების გზით, იმედგაცრუბას იწვევს. 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები. ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიაღწიონ ფართო კონსესუსს ტექსტზე კონსტრუქციული დიალოგის გზით.
ველით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შესწორებული კონსტიტუციის პროექტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და გამოვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებას მის შესახებ ერთ თვეში. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები ამ მოსაზრების გათვალისწინებით და ყველა ქართულ პოლიტიკური პარტიასთან დიალოგის გზით", აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.