შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 12 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების 38 ფაქტი გამოავლინეს.
„სამართალდამცველებმა, მხილებულების ავტომანქანებიდან, ახალქალაქში - უსაბუთო ხის მასალა, ბორჯომში - უკანონოდ გაჩეხილი, ნაძვის ჯიშის მრგვალი მორები, ახალციხესა და ბორჯომში კი, ადგილობრივების კუთვნილი სახერხი საამქროებიდან, უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორები ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.