მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, გადაუღებელი წვიმის შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზისა და ნაპირდამცავი გაბიონები დაზიანდა.

მესტიის გამგეობის ცნობით, მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარემ სამაგრები გამოაცალა სოფელ ჭოლაშთან დამაკავშირებელ ხიდს და სოფელ ჩვაბიანისა და სოფელ ჟაბეშის შიდასასოფლო ხიდები გაანადგურა.
მათივე ინფორმაციით, ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში, ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა სოფლის ცენტრალურ გზას და მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს. სოფელ მაზერში, ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს. ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულში, სტიქიის შედეგად, შიდასასოფლო ხიდი და საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, ადიდდა მდინარე მესტიაჭალა, ადიდებულმა მდინარემ ზიანი მიაყენა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ფუნქციურ ნაგებობას.
მათივე ცნობით, მდინარის ადიდების გამო, მშენებარე ჰესი „მესტია-ჭალა 2"-ის სამშენებლო პოლიგონი დაიტბორა.

საკრებულოს ინფორმაციით, მულახის თემში, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე მულახურამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ანძას საფრთხე შეუქმნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.