მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.

გამგებლის თქმით, სპეციალური კომისიის მიერ ზარალის დათვლა მიმდინარეობს, ოდენობის დადგენის შემდეგ კი, კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.
კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს წყალმომარაგების პრობლემა აქვს, რის გადასაჭრელადაც, მისივე თქმით, წყლის კომპანიასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში გამოსწორებულია მდგომარეობა. წვიმა აღარ არის. სტიქიამ წყალმომარაგების კუთხით პრობლემები შეგვიქმნა - მესტიის ნახევარს წყალი არ მიეწოდება. პრობლემები არის ასევე წყალმომარაგების კუთხით ცხუმარის თემში. ამ საკითხს წყლის კომპანიასთან ერთად გავივლით და შემდეგ უკვე გვეცოდინება რა გეგმა-გრაფიკით ვიმუშავებთ.
სოფელ ჭოლაში გაკეთდა ალტერნატიული გზა, თუმცა, აუცილებელია სტიქიამდე არსებული გზის აღდგენა.

ამ დროსითვის სრულად აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზები. მინდა გითხრათ, რომ აქ ბრძანდებოდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ელექტროგადამცემ ხაზებსა და ანძას. იმისთვის, რომ დაცულები ვიყოთ სამომავლოდ, ელექტროგადამცემი ანძა უფრო უსაფრთხო ადგილას დამონტდება.
სპეციალური კომისია ზარალს ითვლის. ზარალის დადგენის შემდეგ, დაიწყება კონკრეტული ღონისძიებები", განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის გამგებელმა.

გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზისა და ნაპირდამცავი გაბიონები დააზიანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.