კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
„დღეს დილით ავაკოვის შინაგან სამქეთა სამინისტოს 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი, დააკავა, როდესაც ის კიევში, საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩემი ძმა არის იურისტი და აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობენ ჩემზე გავლენა მოახდინონ, რათა მე არ დავბრუნდე.
თქვენ ძალიან ცუდად მიცნობთ. ეს, ზუსტადაც რომ, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას უკრაინისა და უკრაინელების დაცვასთან დაკავშირებით, რათა დავიცვა ისინი ბარიგების თარეშისგან", წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.