შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა გერმანელ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ტურისტი, რომელმაც თოთის მთაზე ფეხი დაიზიანა, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
„შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ სტეფანწმინდაში, სოფელ არშაში, თოთის მთაზე გერმანელმა ტურისტმა ფეხი დაიზიანა, გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყაზბეგის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლები. მაშველებმა ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს", აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.