თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
02-09-2017, 05:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1952 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, რუსეთის ფედერაციის მიერ დეპორტირებული მ.გ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

 

 

„სამართალდამცველებმა მ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოფრინდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.გ. 1980 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა.

 

 

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით)", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 1
#1   george rinkavoi
      
ხალხოოოოო!!! წერაკითხვა ისწავლეთ!!! - რას ნიშნავს "კანონიერი ქურდობის" ბრალდება??? თუ ეს ადამიანი ყველაფერ მის საქმეს "კანონიერად" აკეთებს შენ რომელი კანონით აკავებ?!?!?!?
სანამ რამეს დაწერთ საჯაროდ გადაიკითხეთ მაინც!!!
2 სექტემბერი 2017 16:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი